logo_geo
eng_logo
ჩრდილოეთ ოსეთში „ისლამური სახელმწიფოს“ სამი წევრი მოკლეს
- +

6 სექტემბერი. 2017. 22:43


ჩრდილოეთ ოსეთში „ისლამური სახელმწიფოს" სამი წევრი მოკლეს. კონტრტერორისტული ოპერაცია სამართალდამცავებმა დასახლება ჩმისთან ახლოს ჩაატარეს.


როგორც ცნობილი გახდა, სამი ბოროტმოქმედი სუარგომის ხეობაში იყო ბლოკირებული და სამართალდამცავებმა მათი ლიკვიდაცია მოახდინეს.


გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ მოკლული პირები სხვადასხვა დანაშაულს გეგმავდნენ. მათ შორის, აპირებდნენ სამართალდამცავებზე თავდასხმას. ადგილზე აღმოჩენილია ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და იარაღი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner