ისტორიკოსი ბუბა კუდავა, თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, ახლად გამოვლენილი არქეოლოგიური ფენების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ბანას ტაძრის ეზოში, აღმოსავლეთით, დაახლოებით 20-25 მეტრში, გალავანს შიგნით, არცთუ მცირე ზომის მიწისქვეშა სათავსოები გამოჩნდა. ისტორიკოსი ამ ფენების გამოვლენას ე.წ. „განძისმაძიებელთა" მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე უნებართვო ქმედებებს უკავშირებს, რაც არქეოლოგიურ ფენებს ზიანს აყენებს. თუმცა, გამოჩენილი ფენები საყურადღებოა. ჯერ-ჯერობით ძნელი სათქმელია რა დანიშნულების შეიძლება იყოს ეს მიწისქვეშა სათავსოები.
ბანას ტაძარი (VII-X ს.ს.) თურქეთში, არზრუმის მხარეში, შენაქაიას რაიონში მდებარეობს და ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.