logo_geo
eng_logo
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის პლეიოფში ვერ მოხვდა
- +

6 სექტემბერი. 2017. 23:37


საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის პლეიოფში ვერ მოხვდა. იტალიასთან დღევანდელი დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპიდან გასვლა ისრაელი-უკრაინის მატჩზე იყო დამოკიდებული.


ისრაელი, რომელიც ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებდა უკრაინასთან ანგარიშით 64:88 დამარცხდა.


ამ გამარჯვებით უკრაინა საქართველოს ქულების რაოდენობით გაუთანაბრდა. ორივე გუნდმა 7-7 ქულა დააგროვა, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა უკრაინის ნაკრებს ჰქონდა და გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა.


პლეიოფში ბ ჯგუფიდან ლიტვა, იტალია, გერმანია და უკრაინა გავიდნენ, ხოლო პლეიოფში ვერ მოხვდნენ საქართველო და ისრაელი.


აღსანიშნავია, რომ ბ ჯგუფის ლიდერმა და ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა ლიტვამ, ერთადერთი შეხვედრა საქართველოსთან წააგო. ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული ორი გამარჯვება ჩვენი გუნდისთვის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.


ბ ჯგუფში საქართველომ მეხუთე, ხოლო ისრაელმა მეექვსე ადგილი დაიკავა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner