logo_geo
eng_logo
NDI-ის მიერ გამოკითხულთა 31 % მიიჩნევს, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს
- +

13 აპრილი. 2016. 11:28



ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, პარტიების რეიტინგში „ქართული ოცნება" ლიდერობს.


კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელი პარტია გაიმარჯვებდა, შედეგები ასე გადანაწილდა - კოალიცია „ქართული ოცნება - 31 პროცენტი; „ნაციონალური მოძრაობა" - 11 პროცენტი;  არ ვიცი - 43 პროცენტი.


NDI -ის ინფორმაციით, გამოკითხვა 2016 წლის 23 თებერვლიდან - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3 900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%". 


ამასთან, კვლევის პერიოდში განცხადებები არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ კოალიციის წევრი პარტიების მიერ გაკეთებული არ ყოფილა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner