ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, პარტიების რეიტინგში „ქართული ოცნება" ლიდერობს.
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელი პარტია გაიმარჯვებდა, შედეგები ასე გადანაწილდა - კოალიცია „ქართული ოცნება - 31 პროცენტი; „ნაციონალური მოძრაობა" - 11 პროცენტი; არ ვიცი - 43 პროცენტი.
NDI -ის ინფორმაციით, გამოკითხვა 2016 წლის 23 თებერვლიდან - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3 900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%".
ამასთან, კვლევის პერიოდში განცხადებები არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ კოალიციის წევრი პარტიების მიერ გაკეთებული არ ყოფილა.