logo_geo
eng_logo
ქარიშხალ „ირმას“ პირველი მსხვერპლი მოჰყვა
- +

7 სექტემბერი. 2017. 01:03


BBC-ის ინფორმაციით, ქარიშხალ „ირმას" პირველი მსხვერპლი მოჰყვა. კარიბის ზღვაში მდებარე საფრანგეთის კუნძულებზე სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. ბევრ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. ათასობით აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. გაწყვეტილია სატელეფონო კავშირი. საფრანგეთის მთავრობა კუნძულებზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებს და მაშველებს აგზავნის.


სტიქიასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ემანუელ მაკრონის თქმით, დაღუპულთა ზუსტ რიცხვზე საუბარი ნაადრევია. თუმცა, მისივე თქმით, შედეგი სასტიკი იქნება.


ქარიშხალი „ირმა" კარიბის ზღვის აუზში მდებარე ფრანგულ კუნძულებს დღეს დაატყდა თავს. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე 380 კმ/სთ-ს აღწევდა. ზღვის ტალღების სიმაღლე რიგ შემთხვევაში 12 მეტრი იყო.


ქარიშხალი „ირმა" ამჟამად პუერტო რიკოს უახლოვდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner