მედიის ცნობით, აშშ-ში ქარიშხალ „ჰარვის" შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 70-ს გადააჭარბა. სტიქიის შედეგად ყველაზე ბევრი ადამიანი ჰარისის ოლქში დაიღუპა.
სტიქიის შედეგად წარმოქმნილმა წყალდიდობამ 100 000 სახლი დააზიანა. მარტო ქალაქ ჰიუსტონში 22 სკოლა განადგურდა. ტეხასის შტატში ზარალმა 180 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ბოლო ინფორმაციით, შეერთებულ შტატებს ახალი ციკლონები - „ირმა" და „ხოსე" - უახლოვდება.