logo_geo
eng_logo
Facebook-მა აღიარა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რეკლამის განთავსების უფლება რუსეთთან დაკავშირებულ კომპანიას მიჰყიდა
- +

7 სექტემბერი. 2017. 01:57


Washington Post-ის ინფორმაციით, Facebook-მა აღიარა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სოციალურ ქსელში რეკლამის განთავსების უფლება რუსეთთან დაკავშირებულ კომპანიას მიჰყიდა. როგორც გამოცემა იტყობინება, ამის შესახებ Facebook-ის წარმომადგენელმა კონგრესში გამომძიებლებს უამბეს. როგორც სოციალური ქსელის წარმომადგენლები აღნიშნავენ, სარეკლამო ბანერებს მომხმარებლები ისეთ გვერდებზე გადაჰყავდათ, რომლებზეც აშშ-ის მოქალაქეებისთვის სენსიტიურ თემებს განიხილავდნენ.


გავრცელებული ცნობით, Facebook-მა დაადგინა რომ აღნიშნულმა კომპანიამ რეკლამის განთავსებაში 100 000 დოლარი გადაიხადა. როგორც Washington Post-ი წერს, ის დაკავშირებულია „რუსულ ტროლებთან", რომლებიც კრემლის პროპაგანდას ეწეოდნენ.


„ამ გვერდებზე შუღლის გაღვივებას ცდილობდნენ და შესაბამისად, სოციალური ქსელის ქცევის წესებს არღვევდნენ",- ამბობენ Facebook-ში.


ამ გვერდების გამოვლენა შიდა გამოძიების შედეგად მოხერხდა და ამჟამად ყველა მათგანი დახურულია.


2016 წელს ბევრი ამტკიცებდა, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას ხელი სოციალურ ქსელებში ე.წ. ყალბი ახალი ამბების გავრცელებამ შეუწყო. Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი არაერთხელ გაკიცხეს იმის გამო, რომ ამ თემას არასერიოზულად მიუდგა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner