logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე იხსენებს, თუ როგორ გახდა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი
- +

20 თებერვალი. 2016. 13:52



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე დავით ბერძენიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, „მრეწველები" კოალიციაში ბოლო პარტიად შევიდნენ, და აცხადებს, რომ როგორც კი ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა დააპირა, თოფაძე მაშინვე დაუკავშირდა და კოალიციაში შესვლა შესთავაზა. როგორც თოფაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, იმ პერიოდში მის ბიზნესს „ნაციონალური მოძრაობა" ავიწროვებდა და მათი მოშორება სურდა.

 

„როგორც კი ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა დააპირა, მეორე დღესვე მივედი მასთან, ჩვენ დიდი ხანია ვურთიერთობთ, და ვუთხარი, რომ რამდენიმე ობიექტზე მეჯდა ფინანსური პოლიცია, „ნაციონალურ მოძრაობასთან" მაინცდამაინც დალაგებული ურთიერთობა არ მქონდა. ძალიან ბევრი რაღაც დაკარგა იმ პერიოდში ჩვენმა კომპანიამ. ვუთხარი, რომ მათი მოცილება მინდოდა. მომისმინა ივანიშვილმა, გამიგო. გავიდა რამდენიმე თვე, მოვითავე ყველაფერი და შევედი კოალიციაში.

ბერძენიშვილი აცხადებს, რომ პირველები შევიდნენ კოალიციაში. მაგას არც ის შეაწუხებდა და არც ეს და მე? მრავალმილიონიან ჯარიმებს მადებდნენ", - განაცხადა თოფაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner