აგვისტოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, 8 თვეში კი, საქართველოს 5 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია.
8 თვეში ტურისტების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29.4%-ით, ხოლო 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 102%-ით გაიზარდა.
საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა ზაფხულის სეზონზეც.
იანვარ-აგვისტოში საერთაშორისო მოგზაურთა შემოსვლის პოზიტიური ტენდენცია დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნებიდან:
ნიდერლანდები +38%;
გერმანია +32%;
გაერთიანებული სამეფო +31%;
საფრანგეთი +29%.
ზრდა დაფიქსირდა ასევე აშშ-იდან + 26.8%