logo_geo
eng_logo
ართანასთან, კოხტას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან ისევ განახლდა
- +

7 სექტემბერი. 2017. 10:30



თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, კოხტას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.


ადგილზე ამ დროისთვის ერთი ქართული ვერტმფრენი მუშაობს, თუმცა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უმოკლეს დროში ირანული ვერტმფრენიც ჩაერთვება.


ასევე, ცეცხლის ჩაქრობისთვის ადგილზე ათობით მაშველი იმყოფება.


ართანას მთაზე ხანძრის ლოკალიზება გუშინ მოხერხდა. ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner