logo_geo
eng_logo
ხულოში, შავნაბადას მთაზე წვიმს
- +

7 სექტემბერი. 2017. 11:15

 

 

ხულოში, შავნაბადას მთაზე ამ დროისთვის წვიმს. მოსული ნალექი არ არის საკმარისი ხანძრის სრული ლიკვიდაციისთვის, ამიტომ მუშაობა გრძელდება.


ხანძრის სალიკვიდაციო შტაბი დილიდანვე შეიკრიბა და განაახლა მუშაობა. კლიმატური პირობების გამო ავიაცია სამუშაოებში ამ ეტაპზე ვერ ერთვება. ადგილზე ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა აგრძელებს მუშაობას.


„დღეს დილიდან მთაში წვიმს. დაეცა ტემპერატურა. არის საკმაოდ ძლიერი ნისლი. კლიმატური პირობების გამო ცოცხალი ძალა ჯერ ლოკაციებთან მისული არ არის. მუშაობს მძიმე ტექნიკა. ამ ეტაპისთვის დაახლოებით 50-მდე ადამიანი გასულია სხვადასხვა ლოკაციებზე, რომ ადგილზე შეაფასოს ვითარება და მდგომარეობა", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.




 

 

 

 

 










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner