logo_geo
eng_logo
კახა ცხადაძე: „ქაირათმა“ აუცილებლად უნდა დაიბრუნოს ის პოზიცია, რაც ყოველთვის ჰქონდა ყაზახურ ფეხბურთში!
- +

13 აპრილი. 2016. 11:50


 

გასულ ხუთშაბათს კახა ცხადაძემ  ჩაიბარა ალმათის „ქაირათი" და ორ დღეში სადებიუტო გამარჯვების მოპოვებაც მოასწრო. საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცის ხელმძღვანელობით ალმათელებმა სამმატჩიანი მოუგებელი სერია „ატირაუსთან" გასვლით შეხვედრაში 1:0 გამარჯვებით შეწყვიტეს. ცხადაძე „კვირის პალიტრასთან" ახალ შეგირდებზე საუბრობს და ამბობს, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის.



ახალმა  შეგირდებმა ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის. მით უმეტეს, რომ ასეთ მინდორზე სათამაშოდ არა მხოლოდ ოსტატობა, არამედ მტკიცე ხასიათიც აუცილებელია. ატირაუსთან" შეხვედრაში რამდენიმე მოთამაშე მოვისაკლისეთ. ერთ-ერთმა, კლუბის წამყვანმა ცენტრალურმა მცველმა, ტრავმა მატჩის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, მოთელვისას მიიღო მოედნის ცუდი საფრის გამო! არშავინსა და ტიმოშჩუკს ყველა იცნობს, მაგრამ მათ გარდა, გუნდში არიან სხვა ძლიერი ფეხბურთელებიც, რომლებიც წლებია, ერთად თამაშობენ და ერთმანეთის კარგად ესმით. ქაირათმა" აუცილებლად უნდა დაიბრუნოს ის პოზიცია, რაც ყოველთვის ჰქონდა ყაზახურ ფეხბურთში", - ამბობს ცხადაძე.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner