logo_geo
eng_logo
ფედერიკა მოგერინი: ევროკავშირი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს შეიმუშავებს
- +

7 სექტემბერი. 2017. 12:05

 


ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს შეიმუშავებს


„დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შევთავაზებ, გააძლიერონ ეკონომიკური წნეხი ჩრდილოეთ კორეაზე. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ გაერო-ს ახალ რეზოლუციას, რომელიც უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ევროკავშირი ახალ, ავტონომიურ სანქციებს შემოიღებს", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.


მისივე თქმით, დიპლომატიური და ეკონომიკური წნეხი იმისთვის არის საჭირო, რომ სამხედრო კონფრონტაცია თავიდან იქნას აცილებული.

 












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner