logo_geo
eng_logo
რუს ტურისტზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

7 სექტემბერი. 2017. 12:08



თბილისში, საბურთალოზე, ტურისტს 3 პირი დაესხა თავს. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება, ამ დროისთვის დამნაშავეები დაკავებულები არ არიან.


დაზარალებულს ტრავმა თავის არეში აქვს მიყენებული.


თვითმხილველების თქმით, ტურისტს თანხა და პირადი ნივთები წაართვეს.


ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner