თბილისში, საბურთალოზე, ტურისტს 3 პირი დაესხა თავს. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება, ამ დროისთვის დამნაშავეები დაკავებულები არ არიან.
დაზარალებულს ტრავმა თავის არეში აქვს მიყენებული.
თვითმხილველების თქმით, ტურისტს თანხა და პირადი ნივთები წაართვეს.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.