logo_geo
eng_logo
აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმია
- +

7 სექტემბერი. 2017. 12:37


 

„აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე 5- ბალიანი შტორმი ფიქსირდება", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.


სანაპიროზე განთავსებულ საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა და ბანაობა აკრძალულია.


წითელი ალმები გუშინ დღის მეორე ნახევარში აღიმართა და შტორმის დასრულებამდე იქნება.


უწყების ცნობით, სანაპიროსთან მყოფ მოქალაქეებსა და ტურისტებს სამაშველო სამსახური რამდენიმე ენაზე მოუწოდებს, შტორმის გამო, ზღვაში არ შევიდნენ.













 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner