logo_geo
eng_logo
„მნიშვნელოვანია ის განცხადებები, EBRD-ის პრეზიდენტმა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შეფასებისას გააკეთა“
- +

7 სექტემბერი. 2017. 14:08


 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რომელიც საქართველოში ვიზიტისას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ როგორც ეკონომიკური გუნდის, ისე ეკონომიკური პოლიტიკისა და მთავრობის გადაწყვეტილებების შეფასებისას გააკეთა", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.


მან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხდა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ქვეყანა EBRD-სგან 25 წლის განმავლობაში იღებს.


„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბანკს იმ თანამშრომლობისათვის, რომელსაც 25 წლის განმავლობაში ჩვენ ვიღებთ მათგან. როგორც აღინიშნა, ბანკის მხრიდან 200-ზე მეტი პროექტია დაფინანსებული. ეს არის სამ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ევრობანკი მხარს უჭერს ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას და იმ პროგრესს, რაც ქვეყანას ბოლო პერიოდში აქვს.













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner