თელავში ღვინის კომპანია „ჯივიესის" ვენახის მცირე ნაწილი დაიწვა. მანამდე ცეცხლი ვენახის მიმდებარედ ბალახებს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად 1 ჰექტრამდე ფართობი დაიწვა.
„პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უთხრეს, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ადგილზე 3 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა.