NDI-ის კვლევის შედეგებით, ინსტიტუციების საქმიანობის შეფასებისას ყველაზე კარგად გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს ჯარს აფასებს.
გამოკითხულთა 48% ქართული ჯარის საქმიანობას კარგად აფასებს, 6% - ძალიან კარგად, ხოლო 32% - საშუალოდ. ქართული ჯარის შემდეგ კი გამოკითხულთა 42% იუსტიციის სახლების მუშაობას აფასებს კარგად, ხოლო 31% იუსიტიციის სახლების მუშაობას საშუალო შეფასებას აძლევს.
შედარებით დაბალი მაჩვენელი აქვს საქართველოს პოლიციას და ამ ინსტიტუციის საქმინობას 33% აფასებს კარგად, ხოლო 43% - საშუალოდ.
რაც შეეხება მთავარ პროკურატურას, 10% აფასებს კარგად, ხოლო 38% - საშუალოდ. პროკურატურის მსგავსად სასამართლოების საქმიანობასაც კარგად 10% აფასებს. ამავე ნაწილში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქარველოს პარლამენტს აქვს და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას მხოლოდ 7% აფასებს კარგად, საშუალოდ - 47%, ხოლო ცუდად - 27%.