logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ქარმა კოხტას მთაზე უკვე ლოკალიზებული კერები ხელახლა გაღვივდა
- +

7 სექტემბერი. 2017. 17:54



კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქარმა კოხტას მთაზე უკვე ლოკალიზებული კერები ხელახლა გაღვივდა.


„ქარი არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება დღეს მომხდარიყო. ქარმა გამოიწვია ის, რომ უკვე ლოკალიზებული კერების ხელახლა გაღვივება მოხდა. ჩვენს მაშველებს და მეხანძრეებს უწევთ იმ სამუშაოების თავიდან შესრულება, რაც გუშინ დასრულებული იყო და მხოლოდ ერთი აქტიური კერა იყო დარჩენილი. ეს გვირთულებს სამუშაოს, მაგრამ გვიწევს იმის გაკეთება, რაც გავაკეთეთ გუშინ. რაც შეეხება ცეცხლის გავრცელებას და ახალი კერების წარმოქმნას, ვფიქრობთ, ჩვენი ძალების მობილიზაცია და ვერტმფრენების მუშაობა გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ცეცხლი არ გავრცელდება, უბრალოდ, უკვე ცეცხლმოკიდებული და ჩამქრალი კერების ხელახალი აქტივიზაცია მოხდა და ამან გამოიწვია დაკვამლიანების გაძლიერებაც", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner