logo_geo
eng_logo
„მამაპაპისეული მიწა სახელმწიფომ მეპატრონეებს შესაძლოა სიმბოლურ ფასად გადასცეს“
- +

13 აპრილი. 2016. 12:12



„სახელმწიფომ, შესაძლოა, მამაპაპისეული მიწა მეპატრონეებს სიმბოლურ ფასად გადასცეს", -ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა და აქვე დასძინა, რომ მთიან რეგიონებში მოსახლეობას მიწების ის ნაწილი დაუკანონდებათ, რომელიც მათთვის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".

 

„ყველა ინდივიდუალურ შემთხვევას კანონით ვერ დავარეგულირებთ, ამიტომ სპეციალურ მექანიზმზე ვფიქრობთ, სადაც ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის აეწყობა სპეციალური მექანიზმი. ეს მთები ჩემია და ერთი გვარი იქნება საქართველოს მთების მესაკუთრე - ეს ვერ მოხდება, სამაგიეროდ ის შეიძლება მოხდეს, რომ რაღაც ოდენობის მიწა, რაც სასიცოცხლოდ არის მიჩნეული, ინდივიდუალური მიდგომა ჰქონდეს სახელმწიფოს თითოეული ოჯახისადმი და პირდაპირი განკარგვის წესით, გასცეს ის მიწა, რაც მისი მამა-პაპის მიწაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წულუკიანებს უნდა დაუკანონდეს მთელი ბალს ქვემო სვანეთი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner