logo_geo
eng_logo
ქარიშხალ „ირმას“ ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

7 სექტემბერი. 2017. 22:24



ბოლო მონაცემებით, ქარიშხალ „ირმას" ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქარიშხალს უკვე მიენიჭა ყველაზე ძლიერი, მეხუთე კატეგორია.


ქარიშხალი „ირმა" ახლა ატლანტის ოკეანეში, ტერკსისკენ და კაიოკოსისკენ მიემართება, რომლებიც ბაჰამის კუნძულების სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარეობს, ჰაიტიდან 144 კილომეტრში. სპეციალისტები შიშობენ, რომ ქარიშხალი შესაძლოა, ამ რეგიონებისთვის დამანგრეველი აღმოჩნდეს.


სინოპტიკოსების შეფასებით „ირმა" ყველაზე ძლიერი ქარიშხალია, რომელიც ატლანტის ოკეანეში ოდესმე დაფიქსირებულა.


მაიამის მერი ფილიპ ლევინი მოუწოდებს მაიამის მოსახლეობას დაუყონებლივ დატოვონ ქალაქი. მერმა ტელეკომპანია „სიენენთან" საუბრის დროს განაცხადა, რომ „ირმა" „ბირთვული ქარიშხალია".


მაიმიდან ადამიანების ევაკუაცია უკვე დაწყებულია.


ამერიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის განცხადებით, როდესაც ქარიშხალი ამერიკის სამხრეთ სანაპიროს მიუახლოვდება ის შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს. საგანგებო სიტუაციათა სამსახურში ამბობენ, რომ ამ სანაპოროებზე მცხოვრები ადამიანები არასდროს მდგარან მსგავსი საშიშროების წინაშე.


ქარიშხალმა „ირმამ" მიწასთან გაასწორა კუნძულ ანტიგუა და ბარბუდას შენობების 90, ხოლო კუნძულ სენტ მარტინზე - 95 პროცენტი.


სინოპტიკოსების ვარაუდით, უახლოეს საათებში ქარიშხალი პუერტო რიკოს მიუახლოვდება.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner