logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: ფარული კადრების გავრცელება „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობდა
- +

13 აპრილი. 2016. 12:35



„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" დამფუძნებელმა ლევან გოგიჩაიშვილმა გადაცემა „20/30"-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ ფარული კადრების გავრცელება ყველაზე დესტრუქციულ ძალას, „ნაციონალურ მოძრაობას" აწყობდა.



ეს პროცესი ხელისუფლების, კონკრეტულად კი, ახალი პრემიერის მიმართ ნდობის დაკარგვას ემსახურებოდა. პროკურატურის მიერ დადებული შედეგი არა კამპანია ეს შენ გეხებას", არამედ 1 ოქტომბერს, არჩევნებზე მისული საზოგადოების დაკვეთაა, რომელმაც დანაშაულის შემოქმედ სისტემას უარი უთხრა. დღეს დაკავებული პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი - ირაკლი ყიფშიძე ჩემს აყვანაში პირადად მონაწილეობდა. იმედი მაქვს, გამოძიება ლელუაშვილსა და ყიფშიძეზე არ გაჩერდება და გაგრძელდება. ჩვენ სხვა სტანდარტებს ვითხოვთ. არ მინდა, ციხეში ჩაჯდეს ადამიანი, რომელსაც პროკურატურა სასამართლოში ბრალს ვერ დაუმტკიცებს. ეს, პირადად ჩემთვის, საკუთარი უფლების აღდგენაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია.

წინა ხელისუფლების დროს ყველა უწყება პოლიტიზებული  იყო დანაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ემსახურებოდა. ეს დაკვეთა მოდიოდა პროკურატურიდან, რომლის ხელმძღვანელი ერთ-ერთ პერიოდში ნიკა გვარამია იყო; უშიშროების საბჭოდან, რომლის გენერალური მდივანი გიგა ბოკერია გახლდათ; ადეიშვილის იუსტიციის სამინისტროდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, პოლიტიკური ელიტიდან და უშუალოდ, მიხეილ სააკაშვილისგან. მაინტერესებს, მიიჩნევენ თუ არა ნიკა გვარამიას იმ სისტემის ნაწილად ნინო ლომჯარია და ზვიად დევდარიანი. თვლიან თუ არა, რომიმედის" დარბევაზე სანქციის გამცემი ადამიანი პასუხისგებაში უნდა მიცემულიყო; როცა სისტემის შემქნელი მთავარი აქტორები გასამართლდებიან, ადამიანთა დარღვეული უფლებების აღდგენაზე საუბარი მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.



მისივე თქმით,   აღმოჩენაა, რომ კამპანია „ეს შენ გეხება"-ს წევრები სისტემურ დანაშაულზე საუბრობენ, რადგან აქამდე ამაზე არ უსაუბრიათ.



სისტემის გაშიფვრას ჩვენ ვითხოვდით და როგორც იქნა, ისინიც მოექცნენ და ალაპარაკდნენ. მახსოვს, რომ ნინო ლომჯარია ფონდ ქომაგის" საქმიანობას საარჩევნო კამპანიის ნაწილს უწოდებდა. მისი ორგანიზაცია კი, ქომაგს" საქმიანობაში ხელს უშლიდა მაშინ, როცა ეს ფონდი სისტემის მსხვერპლთა დახმარებას ეწეოდა", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner