logo_geo
eng_logo
ძლიერმა წვიმამ ფოთში რამდენიმე ქუჩა დატბორა
- +

7 სექტემბერი. 2017. 22:49



ძლიერმა წვიმამ ფოთში პრობლემები შექმნა. დაიტბორა რამდენიმე ქუჩა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.


,,შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, მაგრამ უხვი ნალექის გამო წყალს გადინება უჭირს", - აცხადებს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზურაბ ჯამბურია.


მოსახლეობა შიშობს, რომ წყალი ეზოებშიც შეაღწევს. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ქალაქში სანიაღვრე არხებია მოსაწესრიგებელი, რადგანაც ყოველი უხვი ნალექის დროს ამ პრობლემის წინაშე არიან.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner