ძლიერმა წვიმამ ფოთში პრობლემები შექმნა. დაიტბორა რამდენიმე ქუჩა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
,,შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, მაგრამ უხვი ნალექის გამო წყალს გადინება უჭირს", - აცხადებს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზურაბ ჯამბურია.
მოსახლეობა შიშობს, რომ წყალი ეზოებშიც შეაღწევს. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ქალაქში სანიაღვრე არხებია მოსაწესრიგებელი, რადგანაც ყოველი უხვი ნალექის დროს ამ პრობლემის წინაშე არიან.