„მე რა უნდა დამიმტკიცდეს, ის რომ აქლემი არ ვარ?! ის რომ არაფერი მომიპარია?!", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი გადაცემა „არჩევანში" განაცხადა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მისი პრეზიდენტობის პერიოდში არაფერი მოუპარავს.
„ვისაც ოდნავ სინდისი აქვს საქართველოში ყველამ კარგად იცის, რომ ერთი კაპიკი არ დამრჩა ჩემი პრეზიდენტობიდან", - განაცხადა სააკაშვილმა.