logo_geo
eng_logo
კოტე ტუღუში: ზაზა უკეთეს წასვლას იმსახურებდა
- +

7 სექტემბერი. 2017. 23:33

 

 

„ზაზა არა მარტო ჩემი მოთამაშეა, არამედ ახლო მეგობარია ჩემი და რა თქმა უნდა ვიცოდი, რომ აპირებდა ამ გადაწყვეტილების მიღებას, ჩვენ გვინდოდა უკეთესი გაცილება ჰქონოდა ზაზას, რადგან იმსახურებდა უკეთეს წასვლას", - ასე შეაფასა კალათბურთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა ზაზა ფაჩულიას გადაწყვეტილება ნაკრების დატოვებასთან დაკავშირებით. მან ასევე ევრობასკეტზე ჩატარებული მატჩები შეაფასა.


„ჩვენი ნაკრები უკეთეს შედეგს იმსახურებდა, სამწუხაროდ, რაღაც მომენტში არ გაგვიმართლა, რაღაც მომენტში ზედმეტად ბევრი შეცდომა დავუშვით, ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ მეორეს მხრივ, ამაყი ჩამოვედი თბილისში, რადგან ვიცი, რომ თითოეული მოთამაშე ბოლომდე დაიხარჯა და ეცადა, რომ მაქსიმალური შედეგი გვეჩვენებინა, რაც სამწუხაროდ არ გამოგვივიდა.

 

დასაწყისი განსაკუთრებით კარგი იყო, ერთ-ერთ ჯგუფის ფავორიტს მოვუგეთ, შემდეგ იყო ორი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში გერმანიასთან და უკრაინასთან. ტურნირია, გერმანია უკეთესად მოემზადა ჩვენს წინააღმდეგ სათამაშოდ, ის რისთვისაც ვიყავით მომზადებულები, სამწუხაროდ არ გამოგვივიდა და დავმარცხდით კიდეც შემდეგ ვეცადეთ სიტუაციის გამოსწორებას. უმძიმესი თამაში ვითამაშეთ ისრაელთან, რომელიც მოვიგეთ და შემდეგ იტალიასთან ძალიან დრამატულ ბრძოლაში დავმარცხდით.

 

უკრაინა სიმაღლითაც ჩვენზე უკეთესი გუნდი იყო და ასევე, სწრაფ კალათბურთს თამაშობდა და ძალიან ბევრი პირველი შეტევა გავუშვით. მიუხედავად იმისა, რომ ვიყავით ამისთვის მომზადებულები, ვერ მოვახერხეთ ამ კომპონენტში მათთვის ხელი შეგვეშალა. მათ გამოიყენეს საკუთარი ძლიერი მხარე და ჩვენი სუსტი მხარე და ამაში დაგვამარცხეს",- განაცხადა ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner