ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქუვეითის ემირთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გამორიცხული არ არის.
„გამორიცხული არ არის, საერთოდ არაფერია გამორიცხული. ჩვენ გვჭირდება ყველა დეტალის, ფაქტის შესწავლა. ვამჯობინებდი, რომ არ აგვერჩია სამხედრო გზა, თუმცა ეს ის არის რაც შესაძლოა მოხდეს. ვიმედოვნებ, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ძალის გამოყენება არ მოგვიწევს, თუმცა თუ ეს მოხდება, ჩრდილოეთ კორეისთვის სამწუხარო დღე იქნება",- აცხადებს დონალდ ტრამპი.