logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: მიშას ჰგონია, რომ ვარდებით დახვდებიან - არა, სააკაშვილს დახვდებიან ცოცხებით!
- +

8 სექტემბერი. 2017. 01:12



„სააკაშვილს ჰგონია, რომ 2003 წელია და მას ვარდებით დახვდებიან. სააკაშვილს დახვდებიან ცოცხებით, იმიტომ რომ ის არის ცოცხების მმართველობის პრეზიდენტი", - ამის შესახებ გადაცემა „რეაქციაში" „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა. როგორც მჟავანაძემ აღნიშნა, გამოძიება მიმდინარეობს და წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით საქმეები ორ კვირაში არ სრულდება.


„თუ შევა სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინის ხელისუფლება ვალდებულია დააკავოს და საქართველოს გადმოსცეს. ჩვეულებრივი მაყურებელი რომ ვიყო ვიფიქრებდი ამ კაცს მართლა ქაშმირის პალტოზე ედავებიანთქო. ოთხ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება გელაშვილის ცემის ფაქტზე, ტელეკომპანია „იმედის" ქონებასთან დაკავშირებით, გირგვლიანის საქმეზე. სააკაშვილის ხელისუფლებისგან განსხვავებით, როდესაც ორ კვირაში მთავრდებოდა საქმეები ახლა ასე არ ხდება. ტროიკა არ ასრულებს უცებ საქმეებს", - განაცხადა მჟავანაძემ.












 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner