logo_geo
eng_logo
უკრაინის პროკურატურა: სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს უკრაინის იუსტიციის სამინისტრო განიხილავს
- +

8 სექტემბერი. 2017. 01:49


 

„მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხს უკრაინის იუსტიციის სამინისტრო განიხილავს",- ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანი ლარისა სარგანი სოციალურ ქსელში წერს.


5 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ პეტუხოვმა განაცხადა, რომ საქართველომ უკრაინას მიმართა სააკაშვილის ძებნასთან, დაპატიმრებასა და ექსტრადირებასთან დაკავშირებით.


ამასთან, პეტუხოვმა განაცხადა, რომ ქართული მხარის მიმართვის ადრესატები უკრაინის იუსტიციის სამინისტრო და გენერალური პროკურატურა იყვნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო აგზავნის მიღებულ მიმართვას გენერალურ პროკურატურაში საექსტრადიციო შემოწმებისთვის.


„მინდა დავადასტურო, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურატურისგან მიიღო მიხეილ სააკაშვილის გადაცემის მოთხოვნის ასლი", - წერს სარგანი.

 

 

როგორც უკრაინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რომელთა დაკავშირებითაც ქართული მხარე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას ითხოვს, თბილისის სასამართლო განიხილავს, საქართველოს მიმართვას უკრაინის იუსტიციის სამინისტრო შეისწავლის.


შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უკრაინაში შესვლას 10 სექტემბერს პოლონეთიდან გეგმავს.












 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner