logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: NDI პირდაპირ დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“!
- +

13 აპრილი. 2016. 12:35



ფრაქცია „ქართული ოცნების" ლიდერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული პოლიტიკური გამოკითხვა არ შეიძლება მიღებულ იქნას როგორც რეალური.



მოულოდნელი ამ გამოკითხვაში არაფერია. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კვლევების მიხედვით 2012 წელს ჩვენ 12% გვქონდა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, არც ერთი რეიტინგული პოლიტიკური გამოკითხვა NDI-ის არ შეიძლება მიღებულ იქნას როგორც რეალური. საკმაოდ სერიოზული ჩრდილი მიადგა NDI- იმის გამო, რომ ორგანიზაცია უკვე ათეული წელია ატარებს გამოკითხვას, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულიანაციონალურ მოძრაობასთან". უკვე რამდენი ხანია ვერ გამოვიდა NDI იმ ჩრდილიდან, რომელიც მიაყენა ამ ორგანიზაციამ მის ავტორიტეტს საქართველოში, თუმცა ის ბევრ დადებით პროგრამას აკეთებს. გარდა ამისა, რეიტინგული გამოკითხვები ტარდება იმ ადამიანებში, რომელიც აცხადებს, რომ ჩამოყალიბებული აქვს პოზიცია და აუცილებლად მიდიან არჩევნებზე. დიდი ნაწილი ადამიანებისა, რომელიც არ სცემს პასუხს, რასაკვირველია, ვერ გამოხატავს თავის პოზიციას და ბევრი ნიუანსია, რომელიც არასგზით არ მოხერხდა, რომ კვლევის მეთოდიკა ექსპერტებთან შეათანხმონ და ბოლოს და ბოლოს გამოვიდეს NDI იმ მოჯადოებული წრიდან, რომელსაც ჰქვია უავტორიტეტობა და ნდობის სრული დაკარგვა. თვითონაც არ აპირებს ამის გაკეთებას. ვფიქრობ, რომ 2016 წლიდან, როდესაც ახალი კონრაქტები გაფორმდება გამოკითხვასთან დაკავშირებით, NDI- ეყოფა გონიერება, შეკრიბოს და ჩამოაყალიბოს ისეთი სტრუქტურა, რომელიც საზოგადოებაში ისარგებლებს მხარდაჭერითა და ნდობით", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner