logo_geo
eng_logo
სოსო შატბერაშვილი: სააკაშვილი არის დამნაშავე და უნდა იხდიდეს სასჯელს!
- +

8 სექტემბერი. 2017. 01:53


 

„უნდათ შეუშვან თავის ტერიტორიაზე, უნდათ დაიტოვონ და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ, უნდათ გადმოსცენ, რაც უნდათ, ის უქნიათ", - ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის" წევრმა სოსო შატბერაშვილმა გადაცემაში „ცენზურის გარეშე" განაცხადა. შატბერაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა პასუხი უნდა აგოს ყველა დანაშაულზე.


„მე ვიცი, რომ სააკაშვილი არის დამნაშავე და უნდა იხდიდეს სასჯელს.  მე პრეტენზია მაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან. ყველა ვინც კი დანაშაული ჩაიდინა, უნდა აგოს პასუხი. მე არ მგონია საქართველოს რომელიმე კოდექსში არსებობდეს მუხლი, რომელიც ასახავს იმ დიდ დანაშაულს, რომელიც სააკაშვილმა ჩაიდინა ქართველი ხალხის წინაშე",- განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.















 

right_banner right_banner
არქივი
right_banner