logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი: მე შევალ უკრაინაში, როგორ?! – მაგას ვნახავთ 10-ში!
- +

8 სექტემბერი. 2017. 03:30


 

„წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდი - მე არ მაქვს არც ერთი ქვეყნის მოქმედი დოკუმენტი", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2"-ის გადაცემა „არჩევანში" ბრიუსელიდან ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ამის მიუხედავად, მას აქვს უფლება, ლეგალურად დაბრუნდეს უკრაინაში.


„მე მაქვს უფლება, ლეგალურად დავბრუნდე უკრაინაში, რადგან წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდი - მე არ მაქვს არც ერთი ქვეყნის მოქმედი დოკუმენტი. საქართველოში მართვის მოწმობაც დავკარგე და არ მაქვს მართვის მოწმობაც კი. ახლა რომ მკითხოთ რამე ლეგალური დოკუმენტი მაქვს თუ არა?! - არ მაქვს, უკრაინის პასპორტით გადავაადგილდები, რომელსაც ევროპაში აღიარებენ ჩემს სპეციალურ შემთხვევაში. ამერიკიდანაც გამომიშვეს ამ დოკუმენტით, მაგრამ ფორმალურად ეს დოკუმენტი გაუქმებულია.

 

უკრაინაში მაქვს ჩემი ბინა, ჩემი პირადი ნივთები. ეს დაახლოებით ისეთი რაღაც არის, პურის საყიდლად რომ ჩახვიდე სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი, ფლოსტებში და როცა ამოხვალ, სახლის მეპატრონემ გამოგიცხადოს: აქ აღარ ცხოვრობ. საკეტი გამოცვლილი დაგხვდეს, ნივთების წასაღებადაც არ შემოგიშვებ და საერთოდ ვინ ხარ, წადი, სადაც გინდა მიჩივლე. ყველაფერი, რაც ჩემს წინააღმდეგ გაკეთდა, იყო ყველანაირი კანონის, კონსტიტუციის დარღვევა, ამიტომ სამართლებრივ ნორმებზე მაინც და მაინც ნუ ვილაპარაკებთ. მე მაქვს სამართლებრივი უფლება უკრაინაში შესვლის და მე შევალ უკრაინაში. როგორ?! - მაგას ვნახავთ 10-ში", - განაცხადა სააკაშვილმა.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner