საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, ქალაქ ზესტაფონში არსებულ სავალუტო ჯიხურში, ვალუტის გადაცვლისას ყალბი ფულის - 2 ცალი 500-ევროიანი ყალბი კუპიურის გასაღება მოახდინა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.