logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
- +

8 სექტემბერი. 2017. 11:30


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

 

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  აღნიშნულმა პირმა, ქალაქ ზესტაფონში არსებულ სავალუტო ჯიხურში,   ვალუტის გადაცვლისას ყალბი ფულის -  2 ცალი 500-ევროიანი ყალბი კუპიურის გასაღება მოახდინა.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის  212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  4-დან 7 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner