logo_geo
eng_logo
რეზო ჩხიკვიშვილი: გია ჯაჯანიძის წინასწარმეტყველება ამიცხადდა!
- +

13 აპრილი. 2016. 12:37


 

მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი „ალიასთან" გია ჯაჯანიძის მიერ ნაწინასწარმეტყველებ ქორწინებაზე ჰყვება და ამბობს, რომ ყველაფერი სწორედ ისე მოხდა მის პირად ცხოვრებაში, როგორც ჯაჯანიძემ უწინასწარმეტყველა.

 

 

„რუსთავის თეატრის სპექტაკლმა „დარაბებს მიღმა გაზაფხულია", ჩემდაუნებურად, პოპულარულ ადამიანად მაქცია, უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, ყველას წერილებზე პასუხის გაცემას ვერც ვასწრებდი, ცდილობდნენ, მიებაძათ ეკა ქუთათელაძისთვის, მასავით იკეთებდნენ თმას, ჩაცმის სტილში ბაძავდნენ. ამ რჩევა-რჩევამ მიმიყვანა 29 წლამდე. არავინ მყვარებია, მაგრამ ოჯახი ხომ უნდა შემექმნა და უნდა დასრულებულიყო ეს ფლირტები. გია ჯაჯანიძემ მითხრა, როგორი გოგოები მოგწონსო? ვუთხარი, - დაბალი და მსუქანი ნუ გამომეხმაურება, ჩემი აღნაგობის იყოს-მეთქი. გავუმხილე, რომ „ჩიორაში" რომ გოგო თამაშობს - ხათუნა ჩაგელიშვილი, მისი სტილის გოგონები მომწონდა. გიამ გადააბრუნა ყავის ფინჯანი, გულმოდგინედ დაათვალიერა ნახატები და თავდაჯერებით მითხრა, ძალიან მალე დაქორწინდები და ცოლად სწორედ ხათუნა ჩაგელიშვილს მოიყვანო. ალბათ, მალე დავშორდები-მეთქი... არა, სიცოცხლის ბოლომდე მასთან დარჩები და ძალიან ერთგული მეუღლე იქნებიო. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ყოფილა რთული პერიოდები, მაგრამ გიას წინასწარმეტყველება ამიცხადდა. მკითხავის რეკლამა არაფერში სჭირდება ჯაჯანიძეს, მაგრამ უამრავ ცნობილ ადამიანს აუცხადდა მისი წინასწარმეტყველება. სხვათა შორის, ხათუნათი ჩემი დაინტერესება იმანაც განაპირობა, რომ სხვა გოგოებისგან განსხვავებით, ჩემით აღტაცება არ გამოუხატავს, თურმე „დარაბებს მიღმა გაზაფხულია", რამაც ცნობილ და პოპულარულ ადამიანად მაქცია, არც კი ჰქონდა ნანახი. ამჟამად გვყავს ორი ვაჟი, ესეც მიწინასწარმეტყველა გიამ და ლამაზი და ჰარმონიული ოჯახი მაქვს", - ამბობს ჩხიკვიშვილი.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner