რუსეთმა სირიაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები დაბომბა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო იერიშს ქალაქ დეირ-ელ-ზორთან 40 ტერორისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის ლიკვიდირებულია ISIS-ის ე.წ. ომის მინისტრი გულმუროდ ხალიმოვი.
რუსული მედიის ცნობით, განადგურებულია დაჯგუფების სამეთაურო პუნქტი. უწყების განცხადებით, 5 სექტემბერს მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ დეირ-ელ-ზორთან ტერორისტული დაჯგუფების სამეთაურო პუნქტში თათბირი იყო დაგეგმილი.