სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 7 სექტემბერს კახეთის ოთხ რაიონში 1800 კვ.კმ საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც სისტემამ 41 რაკეტა გაისროლა. ამის შესახებ ინფორმაციას „დელტა" ავრცელებს.
„სსსტც „დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა 7 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში სიღნაღის, ყვარელის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს რაიონებში 1800 კვ.კმ საერთო ფართობის მქონე ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც გასროლილი იქნა 41 ერთეული რაკეტა.
რეგიონში ღრუბლის მასებმა შემოსვლა სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან 7 სექტემბრის საღამოს საათებში დაიწყო. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 15 მმ იყო.
19:15 საათიდან 20:30 საათამდე ღრუბლის მასები 41 ერთეული რაკეტით რამდენიმე ეტაპად დამუშავდა.
დამუშავების შედეგად აღნიშნულ რაიონებში ნალექის უდიდესი ნაწილი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა", - ნათქვამია „დელტას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.