პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნევნების მიმართ საქართველოს მოსახლეობა ყოველთვის მაღალ ინტერესს გამოხატავდა და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება.
„რას ამბობს ქართველი ხალხი, ეს გამოჩნდება საპარლამენტო არჩევნების დროს. საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მონაწილეობის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი მსოფლიო საპარლამენტო არჩევნებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბერში იქნება ასეთივე მაღალი მაჩვენებელი. დარწმუნებული ვარ და ვიცი კონკრეტული მაგალითებით, რომ მოსახლეობის ინტერესი პარლამენტისა და საპარლამენტო არჩევნებისადმი იყო მაღალი, არის მაღალი და იქნება მაღალი. რაც შეეხება იმას, ვინ არის კმაყოფილი თავისი არჩევანით და ვინ უკმაყოფილო, მაჟორიტარით თუ მის მიერ არჩეული პოლიტიკური პარტიით, მოდის ახალი არჩევნები და თითოეულ მოქალაქეს შეუძლია, გააკეთოს უფრო დაფიქრებული და სასურველი არჩევანი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.