ჩრდილოეთ ოსეთში საბრძოლო იარაღების სამალავი აღმოაჩინეს, რომელიც 6-7 სექტემბერს განეიტრალებულ 4 ტერორისტს ეკუთვნოდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ტყეში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ ოსეთში 6-7 სექტემბერს, ტერორისტები მოკლეს, რომლებიც მანამდე სამართალდამცველებს დაესხნენ თავს.