logo_geo
eng_logo
„ვინც სააკაშვილის დახვედრას გეგმავს, უნდა იცოდეს, რომ...“ - უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური განცხადებას ავრცელებს
- +

8 სექტემბერი. 2017. 13:47


10 სექტემბერს პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე „კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტზე მიხეილ სააკაშვილის მისვლასთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური განცხადებას ავრცელებს.


„მგზავრების საყურადღებოდ: „კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტთან მასობრივი შეკრებების შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით 9-12 სექტემბრის პერიოდის განმავლობაში უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური გირჩევთ, სხვა მარშრუტი აირჩიოთ, რათა თავიდან აიცილოთ დისკომფორტი. მათ, ვინც მიხეილ სააკაშვილის დახვედრას გეგმავს, უნდა იცოდნენ, რომ სასაზღვრო ზოლში განსაკუთრებული წესები მოქმედებს. ამიტომ, თხოვნით მოგმართავთ, დაიცვათ კანონმდებლობით დადგენილი წესები", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უწყება facebook-ზე ავრცელებს.


უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელის ოლეგ სლობოდიანის ინფორმაციით, „კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტზე გაძლიერებული იქნება მესაზღვრეების განაწესი, რათა პროვოკაციები არ დაუშვან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner