10 სექტემბერს პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე „კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტზე მიხეილ სააკაშვილის მისვლასთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური განცხადებას ავრცელებს.
„მგზავრების საყურადღებოდ: „კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტთან მასობრივი შეკრებების შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით 9-12 სექტემბრის პერიოდის განმავლობაში უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური გირჩევთ, სხვა მარშრუტი აირჩიოთ, რათა თავიდან აიცილოთ დისკომფორტი. მათ, ვინც მიხეილ სააკაშვილის დახვედრას გეგმავს, უნდა იცოდნენ, რომ სასაზღვრო ზოლში განსაკუთრებული წესები მოქმედებს. ამიტომ, თხოვნით მოგმართავთ, დაიცვათ კანონმდებლობით დადგენილი წესები", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უწყება facebook-ზე ავრცელებს.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელის ოლეგ სლობოდიანის ინფორმაციით, „კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტზე გაძლიერებული იქნება მესაზღვრეების განაწესი, რათა პროვოკაციები არ დაუშვან.