logo_geo
eng_logo
გაგი მოსიაშვილი „კორტების საქმეზე“: ჩვენთან ოფისში მოვიდა ადამიანი, რომელმაც განაცხადა, რომ...
- +

8 სექტემბერი. 2017. 13:49


ე.წ. კორტების სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატების ინფორმაციით, საქმის ერთ-ერთ მოწმეზე ზეწოლასა და მუქარას ჰქონდა ადგილი.


როგორც ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, მოწმის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია მათ ვიდეოფირზე დააფიქსირეს და დღეს მთავარ პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართავენ.

 

„ჩვენთან ოფისში მოვიდა ადამიანი, რომელმაც განაცხადა, რომ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახი დაუკავშირდა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში მიცემული ჩვენების შეცვლა მოსთხოვა. საუბარია ერთ-ერთ მსჯავრდებულზე, რომლის მიმართაც ორი ინსტანციის სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია. ამ მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენ დავაფიქსირეთ ვიდეოფირზე, რა თქმა უნდა, მისი თანხმობის შესაბამისად. აღნიშნულ ჩანაწერს და განცხადებას, გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ჩვენ დღეს შევიტანთ პროკურატურაში. ვიმედოვნებთ, რომ პროკურატურა სწრაფად მოახდენს რეაგირებას აღნიშნულ განცხადებაზე", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner