კობა დავითაშვილის ცემის ფაქტზე საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პროკურატურის მოწმეებს მოუსმენენ.
საქმეში დაზარალებულად ცნობილ პარლამენტის ყოფილ დეპუტატს სასამართლოსთვის ჩვენება ჯერ არ მიუცია.
საქმე მთავარმა პროკურატურამ გახსნილად 2016 წლის ივლისში გამოაცხადა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალი ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს წაუყენა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ქარსელაძე და ამავე სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი ედიშერ კობახიძე.