მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.
2 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
სტიქიის შემდეგ შტატ ჩიაპასის 122 მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ადგილობრივი ხელისუფლება ერთ-ერთი დასახლებული პუნქტიდან ცუნამის საფრთხის გამო მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს.