მექსიკაში დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32 ადამიანამდე გაიზარდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ოახაკას შტატში 23 ადამიანი დაიღუპა, ჩიაპას შტატში - 7, ხოლო ტაბასკოს შტატში - 2.
დღეს მექსიკაში 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი, ქვეყნის სამხრეთით, წყნარი ოკეანის სანაპიროზე იყო.