logo_geo
eng_logo
პავლო კლიმკინი: ერთად ვიმოქმედებთ იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რასაც ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება ჰქვია
- +

8 სექტემბერი. 2017. 18:43



ტალინში საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, პირველ არხთან ინტერვიუში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა განაცხადა, რომ შედგა შეთანხმება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ერთიანი მოქმედების შესახებ.


„ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან. ჩვენ გვინდა დღეს და ხვალ ის პროცედურები, რომელთა მეშვეობითაც ხელშეკრულებების ეფექტიანად იმპლემენტაცია მოხდება.

 

ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიმოქმედებთ ერთად, ვიმუშავებთ ერთად იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რასაც ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება ჰქვია", - განაცხადა კლიმკინმა.


შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ბრიუსელში 24 ნოემბერს დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის საერთო მოლოდინებზე მსჯელობა და ამ კონტექსტში ერთიანი ხედვის შემუშავება. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული გზები, რაც საშუალებას მისცემს სამ ასოცირებულ ქვეყანას უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს, საერთო ევროპულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ, კულტურულ თუ საგანმანათლებლო სივრცეში შემდგომი ინტეგრაციის გზით.


ხაზი გაესვა DCFTA-ის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას, ევროკავშირის ერთიან ბაზართან ინტეგრაციას, ასევე ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ევროკავშირის სპეციალიზებული სააგენტოებისა და პროგრამების პოტენციალის სრულად ათვისებას.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner