logo_geo
eng_logo
გრიშა ონიანი: ცხვირი გრძელი და პირი ღია თბილისის მერობის კანდიდატს, რომ გააჩნია ისეთი უნდა...
- +

8 სექტემბერი. 2017. 21:04


თბილისის მერობის კანდიდატს ალეკო ელისაშვილს:


უნამუსო კაცი ისაა, რომელსაც ნამუსი არ გააჩნია.


უსირცხვილო - ალბათ ის, რომელსაც სირცხვილის გრძნობა არ აწუხებს. და ასე, მრავლადაა ქართული სიტყვები, რომელთაც უკუმიმართვის სინონიმი გააჩნიათ.


ვერ მივმხვდარვარ რას ნიშნავს უცხვირპირო კაცი? - ე.ი. რომელსაც ცხვირი ან პირი არ გააჩნია?


ცხვირი გრძელი და პირი ღია თბილისის მერობის კანდიდატს, რომ გააჩნია ისეთი უნდა. მაშ, რატომ ეძახის ხალხი მას უცხვირპიროს? ალბათ იმიტომ, რომ თავის გრძელ ცხვირს ყველგან ჰყოფს და რაც არ არის სათქმელი იმას ლაპარაკობს.


მას ქართული ტრადიცია ორთაჭალის კინტოს მემკვიდრეობის გაგრძელება ჰგონია.


ალეკო ელისაშვილი არ არის სადიდმოურავო კაცი და მას ვფიქრობ ხმას არ მისცემენ არც ძირძველი თბილისელები და არც ზოგადად თავმოყვარე ამომრჩევლები.


ამხანაგო ალეკო! შენ თუ სტალინზე ,,შურის საძიებლად" ღია ეთერში ჩემს წინააღმდეგ გამოდიოდი, ახლა მე ვარ შენი ამომრჩეველი და მე უნდა ,,ვიძიო შური" ჩემი დიდი წარსულის, ჩემი წმინდათაწმინდა იდეალის - სტალინის ღირსების დასაცავად.


ვინ ამბობს, რომ არ იყო ნაკლი, მაგრამ იყო უნაკლო ცხოვრების შენების დაუოკებელი სურვილი.


შენი არჩევის უარმყოფელი


გრიშა ონიანი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner