29 წლის მკლავჭიდელმა კობა მამამთავრიშვილმა მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. მამამთავრიშვილი 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მარჯვენა ხელში ასპარეზობდა.
ქართველმა სპორტსმენმა გუშინ მარცხენა ხელში ასპარეზობისას ოქროს მედალი აიღო.
რიგით 39-ე მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში ბუდაპეშტში 11 სექტემბერს დასრულდება. ჩემპიონატში 45 ქვეყნიდან დაახლოებით 1200 მკლავჭიდელი მონაწილეობს.